ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსი” “ჰიუსტონ როკეტსთან” 99:113 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში ძირითად ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილი დაბრუნდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ჰიუსტონის” ვარსკვლავი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 33 წუთში 29 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, “ტორონტო” 36 გამარჯვებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 12 მარტს “ნიუ ორლეან პელიკანსის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge