სხვა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი – “ტორონტომ” “ჩიკაგო” დიდი ანგარიშით დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” “ჩიკაგო ბულსი” 139:109 დაამარცხა.

 

სტუმართა გუნდში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 3-დან 2 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე არჯეი ბარეტი გახდა, “ტორონტოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 27 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

 

ამრიგად, “რაპტორსი” 39 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, “ტორონტო” მომდევნო შეხვედრას 21 მარტს “დენვერ ნაგეთსის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge