“ტორონტო რაპტორსი” აღმოსავლეთ კონფერენციის სერიის მეორე მატჩში “კლივლენდ კავალიერსთან” 105:115 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა.
“ტორონტოს” შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს, ხოლო თამაში 22 ქულით დაასრულა ბარეტმა.
ამრიგად, სანდროს გუნდი სერიაში 0:2-ს მარცხდება. კანადელები სერიის მესამე მატჩს “კლივლენდის” წინააღმდეგ 24 აპრილს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
წყარო: Sportall.ge
