Uncategorized

[VIDEO] ეგოიანმა ერედივიზიონში მეხუთე გოლი გაიტანა

ჰოლანდიის ერედივიზიონის 31-ე ტურში “ექსელსიორმა” “უტრეხტი” 5:0 დაამარცხა.

 

მასპინძელთა რიგებში მეოთხე გოლი ირაკლი ეგოიანმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში თავი მეხუთედ გამოიჩინა.

 

ირაკლიმ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა.

 

“ექსელსიორი” 31 ქულით ცხრილის მე-14 ადგილზეა და მხოლოდ 3 ქულით უსწრებს მე-16 ადგილზე მყოფ “ვოლენდამს” (გადათამაშების ზონა). შემდეგ ტურში, “ექსელსიორი” “გრონინგენს” სტუმრად ეთამაშება (2 მაისი) – ირაკლი ეგოიანის გუნდს, დარჩენილ 3 ტურში, გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს.

წყარო: Sportall.ge