გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის სერიის მეორე მატჩში, “დეტროიტ პისტონსთან” 83:98 დამარცხდა და სერიაში ანგარიში (1:1) გათანაბრდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.
“ორლანდოს” რიგებიდან საუკეთესო ჯეილენ საგსი გახდა. მან 19 ქულა დააგროვა.
გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩი 25 აპრილს, ორლანდოში გაიმართება.
წყარო: Sportall.ge
