საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, შესარჩევ ციკლში, სან მარინოში მიმდინარე მეორე რაუნდის B ლიგის მეორე მატჩი ჩაატარა და ანდორას დამარცხება შეძლო – 1:0.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ალექსანდრე კუნჭულიამ გახსნა და 17-წლამდე ნაკრები დააწინაურა. პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა სან მარინო 4:1 დაამარცხა.
სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს, ისევ აკვავივაში, უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს მასპინძელ სან მარინოსთან, მინიმალური სხვაობით – 1:0 დამარცხდა.
16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა | 13:00
სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
NAKREBI.GE
წყარო: Sportall.ge