Site icon sportmedia.live

U17 | უელსი 2:2 საქართველო – პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, სან მარინოში გამართულ შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, დასკვნითი მატჩი უელსის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ფრედ – 2:2 დასრულდა. 7 ქულით,  B ლიგის ჯგუფში, ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

 

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე, საბა ავდოევმა შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმის 72-ე წუთზე ნიკოლოზ ხატოიანმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, სტუმართა შემტევმა – ლეო პაპირნიკმა დააფიქსირა – 2:2.

 

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და სან მარინოში მიღწეული დადებითი შედეგი სწორედ ამ შესარჩევი ციკლის წილისყრის პროცესზე მოახდენს გავლენას. 

 

NAKREBI.GE

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version