Site icon sportmedia.live

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი – საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა, ბულგარეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე, პირველი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს, 3 უპასუხო გოლით – 3:0 სძლია.

 

სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრაში, ანგარიში მე-15-ე წუთზე ჯუმბერ დუმბაძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის 56-ე და 67-ე წუთებზე თავი დუბლით ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა. თორნიკე კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემდეგ მატჩს ორშაბათს, 6 აპრილს, 16:00 საათზე, მასპინძელი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

NAKREBI.GE

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version