Site icon sportmedia.live

TOP 5 ლიგა | მიქაუტაძის სუპერმიღწევა და ახალი ქართული რეკორდის შანსები

ევროპის საკლუბო ფეხბურთში სანაკრებო პაუზაა. სეზონის ბოლო ეტაპამდე ევროპის  TOP 5 ლიგებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები ჯამში 19 გოლით მივიდნენ. გიორგი მიქაუტაძე გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც სეზონში 10 გოლის გატანა (მხოლოდ ჩემპიონატები) შეძლო.

ეს 19 გოლი ხუთ ფეხბურთელზე მოდის, ჟორჟს (ლიონი და ვილიარეალი) კი აქედან 10 აქვს გატანილი (9 ლა ლიგაში, 1 ლიგა 1-ში). ოთხი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას (პსჟ) ანგარიშზე, ორ-ორი გაიტანეს მეცში თანაგუნდელებმა გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი აბუაშვილმა, ერთიც – ბუდუ ზივზივაძემ (ჰაიდენჰაიმი). 

ევროპის ელიტურ ლიგებში ასევე თამაშობენ, მაგრამ ჯერ გოლით თავი არ გამოუჩენიათ გიორგი გოჩოლეიშვილს (ჰამბურგი) და გიორგი ქვილითაიას (მეცი), საბა გოგლიჩიძე სერია A-ში აღარ არის, ასე რომ, ამ სეზონში ვეღარ გაიტანს. სულ სხვა, ბუნებრივი მიზეზით უგოლოდაა გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული).

სეზონის ბოლომდე ელიტაში 7-9 ტური კიდევ რჩება. რა თქმა უნდა, 19 გოლს კიდევ დაემატება, თუმცა შარშანდელი ყველა დროის რეკორდი ქართული ლეგიონისთვის ძნელი მოსახსნელი იქნება – 2024/25 წლების სეზონში ქართველებმა TOP 5 ლიგებში 31 (!) გოლი გაიტანეს. მაშინაც ყველაზე მეტი მიქაუტაძის ანგარიშზე იყო – 11. 9-9 გოლი ხვიჩამ და ზურიკო დავითაშვილმა (სენტ ეტიენი) გაიტანეს, რომელიც ახლა რანგით დაბალ, ლიგა 2-ში თამაშობს, ბუდუს ანგარიშზე კი 2 გოლი იყო. 

19 გოლი მეოთხე შედეგია ლეგიონის ისტორიაში – მეორე ადგილზეა 2023/24 წლების სეზონი – 24 გოლი, მესამეზე კი უკვე შორეული 2000/01 წლების სეზონი – 22 გოლი. ამ ორი შედეგის გაუმჯობესება კი ბევრად უფრო რეალური ჩანს. 

საინტერესო ფაქტები

🟠 გიორგი მიქაუტაძე გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ზედიზედ სამ სეზონში შეძლო ტოპლიგებში მინიმუმ, 10 გოლის გატანა – 2023/24 – 13; 2024/25 – 11; 2025/26 – 10 (ჯერჯერობით).

🟠 ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ში 8 თებერვლის მერე არ გაუტანია. ხვიჩა მეოთხე სეზონია, ტოპლიგებში და მას 9 გოლზე ნაკლები არასდროს გაუტანია (ახლა მხოლოდ 4 გოლი აქვს).

🟠 მიქაუტაძის გოლი რეალ სოსიედადის კარში ლა ლიგის ისტორიაში მე-10 ქართული გოლი იყო (9 ჟორჟი, 1 გიორგი დემეტრაძე). ტოპლიგებიდან ყველაზე ცოტა ქართული გოლი სწორედ ესპანეთის ჩემპიონატშია გატანილი.  

🟠 გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 34 გოლია ტოპლიგებში, ეს მეორე შედეგია, პირველ ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიაა 36 გოლით. 

TOP 5. ქართველი ბომბარდირები

1. ხვიჩა კვარაცხელია – 36 გოლი
2. გიორგი მიქაუტაძე – 34
3. ალექსანდრე იაშვილი – 32 
3. ლევან კობიაშვილი – 32
5. კახა კალაძე – 13
6. გია გურული – 12
7. ლევან მჭედლიძე – 11
8. ზურიკო დავითაშვილი – 9
9. თემურ ქეცბაია – 8
10. გიორგი ქინქლაძე – 7
10. ლევან ცქიტიშვილი – 7
10. არჩილ არველაძე – 7
13. ოთარ დონდუა – 4
14. ბუდუ ზივზივაძე – 3
15. გიორგი წიტაიშვილი – 2
15. გიორგი აბუაშვილი – 2
17. რევაზ არველაძე – 1
17. კახი ცხადაძე – 1
17. მიხეილ ყაველაშვილი – 1
17. გიორგი დემეტრაძე – 1
17. ზურაბ ხიზანიშვილი – 1
17. ლუკა ლოჩოშვილი – 1

სეზონების მიხედვით

46/47 – 2 (დონდუა) 
47/48 – 2 (დონდუა)
92/93 – 9 (გურული)
93/94 – 4 (გურული – 3, რ. არველაძე – 1)
94/95 – 1 (ცხადაძე)
95/96 – 5 (ქინქლაძე – 4, ყაველაშვილი – 1)
96/97 – ❌
97/98 – 3 (ქეცბაია)
98/99 – 14 (იაშვილი – 6, ქეცბაია – 5, კობიაშვილი – 3)
99/00 – 9 (კობიაშვილი – 6, იაშვილი – 1, ქინქლაძე – 1, ცქიტიშვილი – 1)
00/01 – 22 (კობიაშვილი – 7, ა. არველაძე – 7, იაშვილი – 4, კალაძე – 3, ქინქლაძე – 1)
01/02 – 16 (იაშვილი – 5, კობიაშვილი – 4, კალაძე – 4, ქინქლაძე – 1, ცქიტიშვილი – 1, დემეტრაძე – 1)
02/03 – ❌
03/04 – 13 (იაშვილი – 9, ცქიტიშვილი – 4)
04/05 – 10 (იაშვილი – 4, კობიაშვილი – 3, კალაძე – 2, ცქიტიშვილი – 1)
05/06 – 4 (კალაძე – 2, კობიაშვილი – 1, ხიზანიშვილი – 1)
06/07 – 4 (კობიაშვილი – 3, კალაძე – 1)
07/08 – 1 (კობიაშვილი)
08/09 – 4 (იაშვილი – 3, მჭედლიძე – 1)
09/10 – 1 (კობიაშვილი)
10/11 – 1 (კალაძე)
11/12 – 2 (კობიაშვილი)
12/13 – ❌
13/14 – 1 (კობიაშვილი)
14/15 – 4 (მჭედლიძე)
15/16 – ❌
16/17 – 6 (მჭედლიძე)
17/18 – ❌
18/19 – ❌
19/20 – ❌ 
20/21 – ❌ 
21/22 – ❌
22/23 – 13 (კვარაცხელია – 12, ლოჩოშვილი – 1)
23/24 – 24 (მიქაუტაძე – 13, კვარაცხელია – 11)
24/25 – 31 (მიქაუტაძე – 11, დავითაშვილი – 9, კვარაცხელია – 9, ზივზივაძე – 2)
25/26 – 19 (მიქაუტაძე – 10, კვარაცხელია 4, წიტაიშვილი – 2, აბუაშვილი – 2, ზივზივაძე – 1)

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version