საშინელი სეზონიდან გამომდინარე, ზაფხულში „ლივერპული“ ფეხბურთელებს მასობრივად დაემშვიდობება, – იტყობინება ბრიტანული „ტელეგრაფი“.
უკვე ცნობილია, რომ გუნდიდან ენდი რობერტსონი და მოჰამედ სალაჰი მიდიან. კონტრაქტები უსრულდებათ კელვინ რამზის და რის უილიამსს. გაყიდვას უპირებენ ჯოზეფ გომესს, ალექსის მაკ ალისტერს, ჰარვი ელიოტს, კერტის ჯონსს და ფედერიკო კიეზას.
აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა იმედები ვერ გაამართლა, სხვები კი ახალ გამოწვევებს საჭიროებენ. ჯერ გაურკვეველია, დარჩება თუ არა მწვრთნელი არნე სლოტი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება „წითლები“ ალისონმა და ვირჯილ ვან დეიკმა დატოვონ.
წყარო: Sportall.ge