Site icon sportmedia.live

Rousing The Kop: არავითარი მამარდაშვილის იჯარა – ალისონი “იუვენტუსში” მიდის

Rousing The Kop-ი ადასტურებს, რომ „ლივერპულის“ მეკარე ალისონი დიდი ალბათობით „იუვენტუსში“ გადავა.

 

„უკანასკნელ ხანს ალისონის მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესი გაიზარდა და მან ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. ტურინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ მიანიშნა, რომ ალისონის და ბერნარდო სილვას დამატებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი: 

 

„ბერნარდო სილვა და ალისონი? მე მათ სახელებს არ დავასახელებ (იღიმის). დიახ, ეს ასეა. „იუვე“ ჩემპიონებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. რამაც გამაკვირვა ისაა, რომ არცერთმა ფეხბურთელმა, რომელსაც ველაპარაკეთ, არ გვითხრა: „მე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოვალ, თუ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლებას მიიღებთ“. ფეხბურთელებს აქ თამაში სურთ, რადგან ეს „იუვენტუსია“.

 

ალისონი „ლივერპულმა“ 2017 წელს „რომასგან“ 66.8 მილიონ ფუნტად შეიძინა, მაგრამ ტრავმების გამო მუდმივი პრობლემები აქვს. ბრაზილიელის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილი ძირითადი მეკარე გახდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა შეიძლება სხვა გუნდში იჯარით გადასვლა განიხილოს. თუმცა, როგორც ჩანს, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს – თუ ბეკერი „იუვენტუსში“ გადაბარგდება, „ლივერპულს“ მისი სახით უკვე ჰყავს გამოცდილი, მზა პირველი ნომერი, რომელიც მის ადგილს დაიკავებს“.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version