Site icon sportmedia.live

[PHOTO] MVP კვარაცხელია და “ლივერპულში” გამორჩეული მამარდაშვილი – როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?

როდესაც თანამემამულეებით ასე ამაყი ხარ

 

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ სახლში „ლივერპულს“ 2:0 მოუგო. „პარი სენ ჟერმენის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა, „წითლების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 

 

ქართველი ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს, ხვიჩამ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა და MVP-ს პრიზიც გადასცეს.

 

კვარაცხელია: Whoscored 8.4, Sofascore 9.0, Flashscore 8.6.

 

მამარდაშვილი: Whoscored 6.6 (საუკეთესო ფლორიან ვირცის შემდეგ თავის გუნდში) , Sofascore 6.9 (საუკეთესო ვირცის შემდეგ თავის გუნდში), Flashscore 6.7 (საუკეთესო თავის გუნდში).

 

ასეთი შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ნეტა გიორგის ზოგიერთი ინგლისელი ჟურნალისტი გასაკრიტიკებლად რა მიზეზს მოუძებნის… 

 

16-kvaracxelia-1775683517.jpg

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version