Site icon sportmedia.live

[PHOTO] საფონოვს და შევალიეს ჩემოდნების ჩალაგება მოუწევთ – ცნობილი გახდა მათი შესაძლო შემცვლელი

ფრანგული გამოცემების ცნობით, პსჟ-ს ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მეკარეების მატვეი საფონოვის და ლუკა შევალიეს თამაშით და ბარტ ვერბრიუგენის (ბრაიტონი) შეძენას აპირებს.

 

Footix-ის მტკიცებით, საფონოვი და შევალიე ვერ აკმაყოფილებენ პარიზული გუნდის დონეს და მწვრთნელი ლუის ენრიკე 23 წლის ვერბრიუგენის (სიმაღლე 193 სმ) დამატებას ითხოვს, რომელიც სრულად შეესაბამება მის მოთხოვნებს: მშვიდია, სტაბილური, კარის ხაზზე საიმედოა და ფეხით კარგად თამაშობს. თუ „პარი სენ ჟერმენმა“ ტრანსფერი განახორციელა, საფონოვსა და შევალიეს ჩემოდნების ჩალაგება და სხვა გუნდში გადასვლა მოუწევთ. თუმცა, ნიდერლანდელის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან მისი სამსახურით „არსენალი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „ინტერი“ არიან დაინტერესებული. ამიტომ პსჟ-ს სასწრაფოდ მოქმედება სჭირდება. 

 

1-verbriugeni-1776175426.webp

 

Foot01 წერს, რომ ჯანლუიჯი დონარუმა ფეხით კარგად ვერ თამაშობს, ამიტომ გაუშვა ესპანელმა სპეციალისტმა და ვერბრიუგენის ტრანსფერზე უკვე მუშაობს კლუბის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში, რომელიც აგრეთვე ელია კაპრილეს (კალიარი), ანატოლი ტრუბინის (ბენფიკა), დიოგუ კოშტას (პორტუ) და გრეგორ კობელის (დორტმუნდი) კანდიდატურებს განიხილავს.

 

ვერბრიუგენი „ბრაიტონში“ „ანდერლეხტიდან“ 2023 წელს გადავიდა, კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მას ნიდერლანდების ნაკრებში 26 მატჩში 26 გოლი აქვს გაშვებული – transfermarkt-ის მიხედვით ფასი 40 მილიონი ევრო.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version