თორნიკე შენგელიას ბარსელონამ “პალაუ ბლაუგრანაში” ევროლიგის 33-ე ტურში თურქულ ანადოლუ ეფესს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა – 78:71. პირველი ტაიმი ბარსელონამ დამაჯერებლად მოიგო, თუმცა მესამე მეოთხედში ეფესმა უკეთ ითამაშა.
თორნიკე შენგელია 25 მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. ის სასტარტო ხუთეულში იყო, 26:18 წუთში ქართველმა ფორვარდმა ბარსას 14 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. მას პლუს/მინუს კოეფიციენტიც საუკეთესო ჰქონდა – 16. ამერიკელი კლაიბერნის ანგარიშზე 21 ქულა და 5 მოხსნაა.
ბარსელონას 19-14 ბალანსი გაუხდა და მეცხრე პოზიციაზეა, თუმცა ზუსტად ასეთი ბალანსი აქვთ მე-6 ადგილიდან მოყოლებულ გუნდებს (ჟალგირისი, მონაკო, პანათინაიკოსი, ბარსელონა). პირველი 6 ადგილი პიდაპირ მეოთხედფინალის საგზურს იძლევა – მე-7 – მე-10 ადგილოსნები ევროლიგის პლეი ინს ითამაშებენ, მეოთხედფინალის ორი საგზურის მფლობელის გასარკვევად. 27 მარტს ბარსა ცრვენა ზვეზდას უმასპინძლებს, რომელიც 18-14 ბალანსით ჯერჯერობით მეათეა. დღეს ეს გუნდი მათე ხატიაშვილის ბასკონიას სტუმრობს.
თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 13.3 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.5 შედეგიან გადაცემას აკეთებს. მისი სტატისტიკა უკეთესია ევროლიგაში, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში.
წყარო: Betsson.sport