Site icon sportmedia.live

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს – რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

„დიაგნოსტიკურმა ცენტრმა“ დასკვნა გამოაქვეყნა

 

The Empire of The Kop-მა მიაკვლია ფეხბურთელს, რომელსაც ლამის მთელი გუნდის შეცდომებსა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. აი, რას წერს გამოცემის ჟურნალისტი პიტერ კენი ჯონსი.

 

“ლივერპულის“ „მანჩესტერ სიტისთნ“ 0:4 დამარცხების შემდეგ ალისონზე შოკისმომგვრელი სტატისტიკა 

 

ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი არა მარტო განმარტავს შედეგს, არამედ ავლენს გაცილებით ღრმა პრობლემას, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე ვითარდებოდა. „მანჩესტერ სიტისთან“ ინგლისის თასზე მძიმე მარცხმა ჩვენი თამაშის კრიტიკა მხოლოდ გაამძაფრა და ალისონის მონაწილეობით ჩატარებული მატჩების მაჩვენებლები ზუსტად ასახავს, სად მიდის საქმეები არასწორად. 

 

ალისონის არყოფნა თავისთავად მრავლისმეტყველია

 

ბრაზილიელი მეკარის არყოფნისას ერთი საკვანძო ტენდენცია გამოიკვეთა. ამ სეზონში მერსისაიდულმა გუნდმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრა წააგო, რომელთაგან 10 იმის გამო მოხდა, რომ ალისონი არ თამაშობდა (ერთ-ერთი მათგანი იყო, როდესაც გალათასარაისთან სექტემბერში 56-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა მოედანი). მარტივად რომ ვთქვათ, როცა ალისონი მოედანზე არ არის, წაგების გაცილებით მეტი შანსია. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ჩვენი დამარცხებების დაახლოებით ორ მესამედს იმ პერიოდში ჰქონდა ადგილი, როდესაც კარში პირველი ნომერი არ იდგა, რაც ნათელი დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 33 წლის ბეკერი გუნდისთვის. საქმე მხოლოდ დარტყმების მოგერიებაში როდია, მისი მოედანზე ყოფნა დაცვას, რომელიც უკანასკნელ ხანს მოწყვლადი იყო, სიმშვიდეს, ორგანიზებულობას და თვითდაჯერებას მატებს.

 

1-mamardasvili-1775483164.jpg

 

პსჟ-სთან დაპირისპირების წინ სლოტზე ზეწოლა მატულობს

 

პრობლემა მომავლის მზერაში უფრო საგანგაშო ხდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მამარდაშვილი ალისონის არყოფნისას ძნელად გვარწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში. ქართველის მონაწილეობით „წითლებმა“ ბოლო 6 შეხვედრიდან 5 დათმეს (ერთადერთხელ მხოლოდ მესამე დივიზიონის ბარნსლის მოუგეს თასზე) და უკვე აღინიშნა მისი ნაკლი გადაცემების გაკეთებისას. მაგალითად, „ბრაიტონთან“ ერთმა მომენტმა გვაჩვენა, რაოდენ არადამაჯერებლად შეიძლება გამოვიყურებოდეთ უკანა ხაზიდან შეტევის დაწყებისას. არნე სლოტმა უკვე დაადასტურა, რომ ალისონი „პარი სენ ჟერმენთან“ ორივე მატჩს გამოტოვებს, რაც სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან კვირაში რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. 

 

„მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 განადგურების შემდეგ, სადაც გაშვებული გოლის შედეგად თამაში ძალიან გაგვიუარესდა, ნიდერლანდელზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება, რათა პრობლემის გადასაჭრელად გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს. აქედან გამომდინარე, რომ ჩვენი კამპანიის ბედი ბეწვზე ჰკიდია, ხოლო წინ პარიზში მძიმე გასვლა გველოდება, ალბათ, ყველაზე საიმედო ფეხბურთელის გამოკლება, ძალიან უდროოდ მოხდა. 

 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version