ფეხბურთი

სკანდალი გრძელდება – აფრიკის თასის გამარჯვებულად ისევ სენეგალს გამოაცხადებენ?

აფრიკის თასის ფინალში მომხდარი სკანდალის შემდეგ განვითარებული მოვლენები გრძელდება. ყველამ კარგად იცით, რომ ტურნირის გამარჯვებული სენეგალი გახდა, რომელმაც დამატებით დროში მაროკოს 1:0 სძლია, თუმცა ამ ყოველივეს წინ დიდი ვნებათაღელვა უძღვოდა. 

 

ფინალში მეორე ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მსაჯმა მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რამაც სენეგალელთა გაღიზიანება გამოიწვია და მათ მოედანი რამდენიმე წუთით დატოვეს. 

 

საბოლოოდ, ფეხბურთელები მოედანზე ნაკრების ლიდერმა სადიო მანემ დააბრუნა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა ბრაჰიმ დიასმა გააფუჭა, დამატებით დროში კი სენეგალმა 1:0 მოიგო. 

 

მაროკომ სენეგალელთა ეს საქციელი გააპროტესტა და შედეგად, აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა 2025 წლის აფრიკის ერთა თასის ფინალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა და მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, რითაც ჩემპიონად მაროკო დასახელდა.

 

ახლა კი The Guardian წერს, რომ სენეგალმა სპორტულ არბიტრაჟში (CAS) სააპელაციო საჩივარი შეიტანა და აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს. 

 

CAS-მა დაადასტურა, რომ , სააპელაციო საჩივარი 25 მარტს მიიღო. არაა გამორიცხული გადაწყვეტილება კვლავ შეიცვალოს და აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად კვლავ სენეგალი გამოცხადდეს. 

წყარო: Sportall.ge