სხვა

თბილისის გრანდ სლემი | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ სლემზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. საქართველოს დედაქალაქი ტურნირს 20-22 მარტს უმასპინძლებს, საქართველოს კი ერთბაშად 42 წარმომადგენელი (28 კაცი+14 ქალი) ეყოლება, თუმცა, გუნდი ტატამიზე ლიდერების გარეშე გავა. დღეს გამართული წილისყრის შედეგები ასე გამოიყურება.

კაცები

60 კგ.
გიორგი არაბიძე – მაქსიმ ტარანი (გერმანია)
ლუკა გადელია – გალ ბლაჟიჩი (სლოვენია)
გიორგი ჩანქსელიანი – ლუი პესტელარი (საფრანგეთი)
მათე გოგობერიშვილი – დავიდ ნაჯი (უნგრეთი)

66 კგ.
თორნიკე მაზიაშვილი – იოლკ კაზირბიეკი (მონღოლეთი)
თორნიკე გიგაური – აბდურახიმ ნუტფულოევი (უზბეკეთი)
თემურ ნოზაძე – მატან კოკოლაიევი (ისრაელი)
ლაშა ნადირაძე – ნიკოლას კუნცე (გერმანია)

73 კგ.
გიორგი ჩიხელიძე – კამრან სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)/რეი მარინქსი (ბელგია)
ბაგრატ ნინიაშვილი – მარტინ ჰოიაკი (სლოვენია)
გიორგი ლოლაძე – ენდრიუ მანინგსი (ბაჰამის კ-ბი)
გიორგი ტერაშვილი – ნურმუხამედ ბაკირდინოვი (ყირგიზეთი)

81 კგ.
ირაკლი ბეროშვილი – არის ზარაგკასი (საბერძნეთი)
დიმიტრი გოჩილაიძე – ეეტუ იჰანამაკი (ფინეთი)
ზაურ დვალაშვილი – მიხაილ ჩუთლაშვილი (საბერძნეთი)
კოტე კაპანაძე – მიხაილო სვიდრაკი (უკრაინა)

90 კგ.
ლუკა მაისურაძე – როი სივანი (ისრაელი)/აუგუსტას სლიტერისი (ლიეტუვა)
ლუკა ჯავახიშვილი – ენიელ კეროლი (საფრანგეთი)
ვლადიმერ ახალკაცი – ჰამზა არდაშერი (ტაჯიკეთი)
აკაკი ჯაფარიძე – მაქს ლაბორდე (საფრანგეთი)

100 კგ.
თორნიკე ფოლადიშვილი – ამირსაიდ ჯელიევი (უზბეკეთი)
ნიკოლოზ ზაალიშვილი – ბაკჟან ბაიტასი (ყაზახეთი)
ნიკა ხარაზიშვილი – გალ ბერტალანიჩ ჟიჟეკი (სლოვენია)
ონისე სანებლიძე – ალექსანდრუ სიბისანი (რუმინეთი)

+100 კგ.
საბა ინანეიშვილი – ხამზატ საპარბაევი (საფრანგეთი)
ირაკლი დემეტრაშვილი – გჟეგოჟ ტერესინსკი (პოლონეთი)/პანაიოტის პაპანიკოლაუ (საბერძნეთი)
საბა ქარდავა – ლოსენი კონე (გერმანია)
გელა ზაალიშვილი – იელამან იერგალიევი (ყაზახეთი)

ქალები

48 კგ.
თამარ გიგოლაევი – საბინა გილოაზოვა (რუსეთი)
მარიამ ზაქარაია – ტარა ბაბულფატი (შვედეთი)

52 კგ.
ელენე გვაზავა – ტატუმ კინი (დიდი ბრიტანეთი)
ნინო თათრიშვილი – ბლანდინ პონტი (საფრანგეთი)

57 კგ.
სოფიო ბედოშვილი – ჰასრეტ ბოზკურტი (თურქეთი)
ნინო ლოლაძე – ლეა ვისი (ლიხტენშტეინი)

63 კგ.
მარიამ ნათელაური – სარა გოლდენი (აშშ)
მაია ბიძინაშვილი – მარჯონა ნურულოევა (უზბეკეთი)
ნინო წიკლაური – იანა მაკრეცკაია (ბელარუსი)
მარი მახარაშვილი – ლუნა-ლუმია სეიკულა (ფინეთი)

70 კგ.
მარიამ ჭანტურია – მარგიტ დე ვოოგდი (ნიდერლანდები)
ლიზი კვარაცხელია – იდა ერიკსონი (შვედეთი)
ნინო გულბანი – სუდაბა აღაიევა (აზერბაიჯანი)
ქეთევან ბერიძე – მაია გოშენი (ისრაელი)

თბილისის გრანდ სლემზე 51 ქვეყნის 386 ძიუდოისტია (236 კაცი+150 ქალი) დარეგისტრირებული. განრიგის თანახმად, 20 მარტს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 21 მარტს – კაცთა 73 და 81 და ქალთა 63 და 70 კგ-ებში, 22 მარტს კი – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ტურნირს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, ფინალური ბლოკი კი სამივე დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

გასულ წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს 37 წარმომადგენელი (28 კაცი+9 ქალი) ჰყავდა, მონაგარი კი 9 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) იყო. ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი გახდნენ, თემურ ნოზაძემა და გურამ თუშიშვილმა ფინალები წააგეს, ირაკლი ბეროშვილმა, ზაურ დვალაშვილმა, გიორგი ჯაბნიაშვილმა, ირაკლი დემეტრაშვილმა და ნინო ლოლაძემ კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

წყარო: Betsson.sport