სხვა

რეიკიავიკის ქამბექი და ზედიზედ მესამე გამარჯვება – ცარციძემ 11 ქულა ჩააგდო

ისლანდიის საკალათბურთო პრემიერლიგის 21-ე ტურში ცოტნე ცარციძის რეიკივიაკმა KR ბასკეტს უმასპინძლა და 102:99 გაიმარჯვა. რეიკივიაკმა პირველი მეოთხედი 9 ქულის სხვაობით მოიგო, შემდეგ კი სტუმრები გავიდნენ წინ, თუმცა ბოლო მეოთხედიც დედაქალაქელებმა 9-ქულიანი სხვაობით მოიგეს.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 31:13 წუთში გუნდს 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ცოტნემ 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 1 ჩაჭრაც ჰქონდა, თუმცა 3-ჯერ ბურთიც დაკარგა.

რეიკიავიკმა პლეი ოფი წინა ტურში გაინაღდა, ახლა კი 10-11 ბალანსით მე-7 პოზიციაზეა. ბოლო ტურში ქართველი ფორვარდის გუნდი ვალურს ესტუმრება.

ცოტნე ცარციძეს საშუალოდ 13.7 ქულა, 5.5 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა აქვს.

20 მარტს 21-ე ტურის მატჩს რატი ანდრონიკაშვილი აულფტანესიც თამაშობს, მეტოქე მეორე ადგილზე მყოფი ტინდასტოლია. რატის გუნდმა სტუმრად უნდა მოიგოს, შემდეგ ბოლო ტურშიც გაიმარჯვოს, მაგრამ პლეი ოფის საგზური მაინც მასზე არ იქნება დამოკიდებული. ამჟამად აულფტანესს 7-13 ბალანსი აქვს. მერვე ადგილზე 21 ტურის მერე 8-13 ბალანსით ნირადვიკია. 

წყარო: Betsson.sport