სხვა

სამი დებიუტანტით და დანაკლისით – საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტას იგივე მოედანზე, იდენტურ დროს, 31 მარტს უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. U21 ნაკრებს სამი ახალწვეული შეუერთდება – ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი და ნიკოლოზ ჩიქოვანი ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული.

შემოდგომის შეკრებების მსგავსად, საგაზაფხულო მატჩებშიც, კვლავ ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ნიუკასლ იუნაიტედის ფორვარდი – ვახტანგ სალია. ასევე, მოახლოებულ შეკრებას ტრავმის გამო გორის დილას და 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი – დავით გოცირიძე გამოაკლდება.

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).

მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999).

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები F ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-4 ადგილზეა. ჯგუფს საბერძნეთი 15 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე გერმანიაა (12 ქულა).

წყარო: Betsson.sport