სხვა

‘მდგომარეობა უნდა შევაფასოთ’ – გოგლიჩიძემ შეიძლება ლესტერთან ვერ ითამაშოს

ინგლისის ჩემპიონშიპის 39-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძის უოტფორდი ლესტერს დაუპირისპირდება და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

თუმცა, გოგლიჩიძის თამაშის საკითხი მატჩამდე 24 საათით ადრე საეჭვოა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა თქვა, რომ ეს საკითხი თამაშის დღეს უნდა შეაფასონ.

“ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის, იქნება თუ არა, სრულად სათამაშოდ მზად გოგლიჩიძე”, – აღნიშნა სტილმა. ასე რომ, ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არაა. საბამ უოტფორდის ბოლო სამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე უოტფორდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უდინეზედან სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ქართველმა მცველმა ინგლისურ კლუბში დღემდე 7 მატჩი ჩაატარა. უოტფორდი 55 ქულით მეცხრე ადგილზეა, ლესტერს კი 21 მარტს დაუპირისპირდება.

წყარო: Betsson.sport