სხვა

ახლოს სამმაგთან – ბეჟანიშვილის ზედიზედ მეხუთე ორმაგი დუბლი G ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის ვინდი სიტი ბულსმა სტუმრად დათმო კეპიტალ სიტი გოუ-გოუსთან 143:154. ამ შეხვედრაშიც ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მან ზედიზედ მეხუთე მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი.

გიორგის ანგარიშზე 39 წუთში 18 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. მის ანგარიშზე იყო 1 ჩაჭრაც. ამ წაგების მერე ბულსი აღმოსავლეთ კონფერენციაშ პლეი ოფს მიღმა, მე-10 ადგილზეა 15-18 ბალანსით. 22 მარტს ბულსი ბირმინგემს ესტუმრება.

გიორგი ბეჟანიშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს – საშუალოდ 13.6 ქულა, 7.2 მოხსნა და 2.5 შედეგიანი გადაცემა. 

წყარო: Betsson.sport