სხვა

მარკის რიდის ორმაგი დუბლი – ტრაბზონსპორმა ბეშიქთაშთან წააგო

თურქეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ტრაბზონსპორი ბეშიქთაშს ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 80:86 დამარცხდა.

ტრაბზონსპორი იგებდა, მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილი მთლიანად ჩააგდო და მიუხედავად იმისა, რომ 80:76 წინ იყო. ბეშიქთაში ბოლოს 10:0 გაიქცა და გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მარკის რიდმა 34 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შესაბამისად, ორმაგი დუბლი შეასრულა. რიდმა 14-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

რიდი შედეგიანობით იონა მათეუსს (24 ქულა – ბეშიქთაში) და აკვასი იებოას (20 ქულა – ბეშიქთაში) ჩამორჩა.

ტრაბზონსპორი 16 მოგებით და 7 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრაში კი 27 მარტს, ბაჰჩეშეჰირს უმასპინძლებს.

წყარო: Betsson.sport