საბერძნეთის სუპერლიგის 26-ე ტურში ოფი-მ სტუმრად სალონიკის არისი 2:0 დაამარცხა, ლევან შენგელიამ კი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.
26-ე წუთზე სტუმრებმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს, ლევანმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში და ტიაგო ნუსმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში ოფი-მ მეორეც გაიტანა და მოიგო. შენგელია მოედანზე შეუცვლელად იყო. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. ოფი 32 ქულთ მე-6 ადგილზეა და ვინაიდან, საბერძნეთში რეგულარული სეზონი დასრულდა, ოფი გამოსვლას კონფერენსლიგის ჯგუფში გააგრძელებს, რათა ამ ტურნირზე გასასვლელად იბრძოლოს.
ლუკა გუგეშაშვილის ატრომიტოსი ლევადიაკოსთან 0:1 დამარცხდა. ქართველმა მეკარემ ისევ ითამაშა, მან 2 დარტყმა მოიგერია. ლუკამ ატრომიტოსში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა და შეიძლება ითქვას, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა. ატრომიტოსი 29 ქულით მეცხრეა და სარელეგაციო ჯგუფში გააგრძელებს სეზონს, რათა ლიგაში დასარჩენად იბრძოლოს.
პანსერაიკოსი, სადაც ივა გელაშვილი თამაშობს, პანეტოლიკოსთან სტუმრად უგოლოდ დაზავდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. გელაშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. პანსერაიკოსმა 17 ქულით მე-13 ადგილზე დაასრულა სეზონის პირველი ეტაპი და გამოსვლას სარელეგაციო ჯგუფში გააგრძელებს.
https://cdn.jwplayer.com/previews/qjKi1L5M
წყარო: Betsson.sport