ბარსელონას კალათბურთელს მცირე დაზიანების გამო ბოლო მატჩები გაუცდა, მაგრამ ამჯერად მადრიდის რეალთან თამაში მოახერხა. “კლასიკოში” მადრიდელებმა მოიგეს, საკმაოდ ადვილად – 95:76. გადამწყვეტი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელშიც რეალმა მეტოქეს 21 ქულით აჯობა და ასეთი ჩამორჩენა ბარსამ მეორე ტაიმში ვერ დაქაჩა.
თორნიკე შენგელია “ელ კლასიკოში” პარკეტზე 15 წუთის განმავლობაში იყო, მისი მონაგარი კი 2 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასია. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი ააცილა, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
რეალში საუკეთესო ფაკუნდო კამპაცო იყო, რომელმაც 15 ქულა და 5 პასი დააგროვა. გარდა ამისა, 14 ქულა ჩააგდო გაბრიელე პროჩიდამ, ხოლო 13 მარიო ჰეცონიამ. ბარსელონაში იან ვესელი (15 ქულა) და ვილ კლაიბერნი (14 ქულა) გამოირჩნენ.
ბარსელონა ლიგა ენდესაში 15 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 მარტს, უნიკახას უმასპინძლებს. რეალი 21 გამარჯვებით და 2 მარცხით ლიგა ენდესას რეგულარულ სეზონს ლიდერობს.