იტალიელმა ჟურნალისტმა და ტოპტრანსფერების სპეციალისტმა ფაბრიციო რომანომ Planete PSG-თან საუბარში დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის გუნდები დაინტერესებულნი არიან. რომანომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი არსენალს, როგორც ერთ-ერთ ასეთ კლუბს.
“თუ მკითხავთ, არის თუ არა ინგლისური კლუბების დაინტერესება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. პასუხი ცხადია, დადებითია. მაგალითად, არსენალისთვის, ის ალბათ იდეალური მოთამაშე იქნებოდა, იდეალური გარემარბი. თუმცა ამ ეტაპზე, ამ ტრანსფერის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია”.
რომანო მიიჩნევს, რომ “მეთოფეები” სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურები იქნებიან, თუმცა ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერი რთული განსახორციელებელი იქნება.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში ნაპოლიდან 2025 წლის იანვარში გადავიდა, მას პარი სენ-ჟერმენთან 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზული გრანდი ხვიჩაზე შემოთავაზებებს არც განიხილავს, ის არ იყიდება.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში პსჟ-ს მაისურით 11 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. მისი სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავი ჩემპიონთა ლიგაზეა, ვიდრე ლიგა 1-ში.
წყარო: Betsson.sport