საკალათბურთო NCAA-ს III დივიზიონის გუნდის, სევანი ტაიგერსის შემადგენლობაში პირველი სეზონი წარმატებით ითამაშა ახალგაზრდა მცველმა ნიკოლას ავალიანმა.
19 წლის ნიკოლასი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კალათბურთელის, 22 წლის ლუკა ავალიანის უმცროსი ძმაა. ლუკამ სწორედ ეს კოლეჯი დაასრულა შარშან და მის ნაცვლად გუნდში ძმა მივიდა. ლუკა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ბოლოს სეზონში ის საშუალოს 16 ქულაზე მეტს აკეთებდა კოლეჯთა ლიგაში.
ნიკოლასმა უფროსი ძმის შედეგი უკვე პირველივე სეზონში გააუმჯობესა – ის საშუალოდ მატჩში 18 ქულას და 4.5 მოხსნას აგროვებდა. ერთ-ერთ მატჩში (ბრევარდის წინააღმდეგ) მან კარიერის რეკორდი შემოგვთავაზა – 33 ქულა.
სევანი ტაიგერსმა სეზონი 10-16 ბალანსით დაასრულა. გუნდმა კონფერენციის პლეი ოფი პირველივე რაუნდში დაასრულა. ამ შეხვედრაში ავალიანს 15 ქულა ჰქონდა. ნიკოლასი კონფერენციის წლის საუკეთესო ახალბედად დაასახელეს. შემდეგ ის რეგიონის საუკეთესო ახალბედადაც აირჩიეს. ნიკოლასი ამერიკის მოქალაქეა.
წყარო: Betsson.sport