სხვა

ძიუდო | საქართველო საშინაო ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი გუნდით გამოვა

ცნობილი გახდა ის შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გამოვა. საქართველოს დედაქალაქი კონტინენტის პირველობას 16-19 აპრილს უმასპინძლებს, მასპინძელი ქვეყნის ღირსებას კი 18 ძიუდოისტი დაიცავს – 9 კაცი და ამდენივე ქალი.

საქართველო, როგორც კაცთა, ისე ქალთა ტურნირში, უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ტიტულის დასაცავად კი ევროპის მოქმედი ჩემპიონები, გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) იბრძოლებენ. ამასთან, მასპინძელთა ნაკრები ზედიზედ მეორე წელს შეეცდება კონტინენტის გუნდური პირველობის მოგებას.

კაცები: გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე -73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (ორივე -90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია (ორივე -48 კგ), ნინო ტატრიშვილი (-52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე -57 კგ), ნინო წიკლაური (-63 კგ), ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია (ორივე -70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

შეგახსენებთ, რომ საქართველო ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში მეორედ მასპინძლობს. თბილისმა პირველად ტურნირი 2009 წელს მიიღო, 2029 წელს კი უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელიც იქნება.

ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე, რომელსაც მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ჩატარდა, საქართველო 15 სპორტსმენით გამოვიდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდივიდუალურ ტურნირში ჩემპიონები სარდალაშვილი და სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა დაისაკუთრეს. ამასთან, საქართველომ გუნდური პირველობა მოიგო.

წყარო: Betsson.sport