ესპანეთის ACB ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონამ” “ბრეოგანი” 109:78 დაამარცხა.
“ბარსელონას” რიგებში თორნიკე შენგელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის MVP გახდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. “თოკომ” 10-10 ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
ქართველი ფორვარდისთვის ეს გახლდათ მე-200 მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს – ლიგა ენდესაში.
ამრიგად, “ბარსელონა” ჩემპიონატში 15 მოგებითა და 6 მარცხით მესამე ადგილს იკავებს, ესპანური გუნდი მორიგ შეხვედრას 13 მარტს ევროლიგაზე “ჰაპოელ თელ ავივის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge