რამდენიმე წუთის წინ ბრაზილიურმა გამოცემა Geglobo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალისონმა დაზიანება მიიღო და სანაკრებო მატჩებისთვის კარლო ანჩელოტიმ მის ნაცვლად “სელესაოს” რიგებში “კორინთიანსის” მეკარეს, ჰუგო სოუზას უხმო.
Geo Team-ის ცნობით, ალისონი ტრავმის გამო 1 თვეს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-ს წინააღმდეგ “ლივერპულის” კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
შეგახსენებთ, “ლივერპულისა” და პსჟ-ს პირველი დაპირისპირება 8 აპრილს, მეორე შეხვედრა კი 14 აპრილს გაიმართება.
მერსისაიდელები ხვალ 21 მარტს, პრემიერლიგის 31-ე ტურში “ბრაიტონს” დაუპირისპირდებიან.
წყარო: Sportall.ge