კალათბურთი

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი – “ტორონტო რაპტორსმა” “იუტა ჯაზი” დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” “იუტა ჯაზი” 143:127 დაამარცხა. სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 32:12 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

 

სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. “იუტადან” საუკეთესო აირუს ბეილი გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა 35 წუთში 37 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

 

ამრიგად, “ტორონტო” 40 მოგებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 26 მარტს “ლოს ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge