ფეხბურთი

სამი კანდიდატი – “ლივერპულმა” სალაჰის შემცვლელზე მუშაობა უკვე დაიწყო

TEAMtalk-ის ინფორმაციით, “ლივერპულმა” გუნდის 33 წლის ეგვიპტელი შემტევის მოჰამედ სალაჰის შემცვლელის ძებნა დაიწყო და სამი კანდიდატი შეარჩია. 

 

“მერსისაიდელების” მთავარი სამიზნე “ბაიერნიდან” მაიკლ ოლისეს დამატებაა და იმედი აქვთ, რომ მიუნხენელებს 140 მილიონ ევროზე დაიყოლიებენ. 

 

თუ ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება არ გამოვა, მაშინ ინგლისური გრანდი “ლაიფციგიდან” იან დიომანდეს ან “ნიუკასლიდან” ენტონი გორდონს დაიმატებს.

 

შეხსენებისთვის, სალაჰმა გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ლივერპულს” დატოვებს. ეგვიპტელი გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან “მერსისაიდულ” კლუბში 435 მატჩში 255 გოლი გაიტანა და 122 საგოლე გადაცემა გააკეთა და 9 ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა. 

წყარო: Sportall.ge