რაგბი

“ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი” – სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ექ­ვსი მო­თა­მა­შე და გუნ­დის ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი და­სან­ქცირ­და ან­ტი­დო­პინ­გუ­რი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, რაც მსოფ­ლიო რაგ­ბიმ (World Rugby) შე­ა­ფა­სა, რო­გორც “ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი სქე­მა”. ამის შე­სა­ხებ წერს BBC.

 

მსოფ­ლიო რაგ­ბი­სა და მსოფ­ლიო ან­ტი­დო­პინ­გუ­რი სა­ა­გენ­ტოს (WADA) ერ­თობ­ლივ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა სქე­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ნი­მუ­შე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­ნაც­ვლე­ბას და ნარ­კო­ტეს­ტე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბებს.

 

გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბით „ოპე­რა­ცია ობ­სი­დი­ა­ნი“ (Operation Obsidian), 2023 წელს და­ი­წყო და გა­მო­ავ­ლი­ნა ხუთი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­თა­მა­შე­ებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შარ­დის ნი­მუ­შე­ბი შეც­ვა­ლეს ტეს­ტი­რე­ბა­ზე დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

 

WADA-ს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ან­ტი­დო­პინ­გუ­რი სა­ა­გენ­ტოს (GADA) თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ასე­ვე აწ­ვდიდ­ნენ მო­თა­მა­შე­ებს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­მა­ვა­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ. გარ­და ამი­სა, დო­პინგ-კონ­ტრო­ლის ოფიც­რე­ბი ვერ ახერ­ხებ­დნენ სპორ­ტსმე­ნებ­ზე სა­თა­ნა­დო დაკ­ვირ­ვე­ბას ტეს­ტი­რე­ბი­სას და არ ეს­წრე­ბოდ­ნენ ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის პრო­ცესს.

 

მსოფ­ლიო რაგ­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა აღ­წე­რი­ლია, რო­გორც „ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი სქე­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და რეკ­რე­ა­ცი­ულ ნარ­კო­ტი­კებ­სა და ნი­მუ­შე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას“. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე შვიდ პირს წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი და და­ე­კის­რა სან­ქცი­ე­ბი.

 

ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­ხელ­დე­ბა. მსოფ­ლიო რაგ­ბიმ გა­ნა­ცხა­და, რომ “ვერ შეძ­ლებს და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას მა­ნამ, სა­ნამ სრუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი პრო­ცე­სი არ დას­რულ­დე­ბა და სან­ქცი­ე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი არ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა”.

 

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ა­მა­ტა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მსოფ­ლიო რაგ­ბის სპორ­ტსმენ­თა პას­პორ­ტე­ბის მარ­თვის პროგ­რა­მამ შარ­დის ნი­მუ­შებ­ში დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ეს დარ­ღვე­ვე­ბი მო­ი­ცავ­და ხან­გრძლივ პე­რი­ოდს, 2023 წლის ვაჟ­თა რაგ­ბის მსოფ­ლიო თა­სამ­დე.

 

სა­ქარ­თვე­ლომ საფ­რან­გეთ­ში გა­მარ­თულ ტურ­ნირ­ზე ჯგუფ­ში ბოლო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ოთხი­ვე შეხ­ვედ­რა წა­ა­გო.

 

WADA-მ და­ა­მა­ტა, რომ ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლავს სხვა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის ნი­მუ­შებ­საც, რომ­ლე­ბიც სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ.

 

“ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ქარ­თუ­ლი სპორ­ტი­სა და მთავ­რო­ბის­თვის, ასე­ვე რაგ­ბის გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის,“ – გა­ნა­ცხა­და WADA-ს პრე­ზი­დენ­ტმა, ვი­ტოლდ ბან­კამ.

 

ბან­კამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა: “ეს არ არის ამ­ბის და­სას­რუ­ლი, რად­გან და­მა­ტე­ბი­თი გა­მო­ძი­ე­ბა ახლა უფრო ღრმად მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თულ სპორ­ტში. WADA-მ და­კარ­გა ნდო­ბა GADA-ს ან­ტი­დო­პინ­გუ­რი პროგ­რა­მის მი­მართ და შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს”.

 

წყარო: Ambebi.ge

წყარო: Sportall.ge