ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები – ეთერ ლიპარტელიანი (-57) და ლუკა გადელია (-60) ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.
ლიპარტელიანი ნახევარფინალში უზბეკეთის წარმომადგენელ შუკურჯონ ამინოვასთან დამარცხდა, ხოლო გადელია მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან წააგო.
თორნიკე მაზიაშვილი და თემურ ნოზაძე ასპარეზობას მეორე წრიდან გამოეთიშნენ, მათე გოგობერიშვილი კი პირველივე წრეში დამარცხდა.