ფეხბურთი

[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და “ბაიერნთან” ანგარიში გაათანაბრა

„ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა.

 

სტუმრებმა თამაში უფრო აქტიურად დაიწყეს – მე-16 წუთზე საჯარიმოში პაჩოსთან ბრძოლაში დიასი წაიქცა და კეინმა პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ერთი ერთზე გასულ ოლისეს საფონოვმა არ გაატანინა. მასპინძელთაგან პირველი მომენტი დემბელეს ჰქონდა, რომელმაც მიზანს ააცილა. მერე კი კვარაცხელიამ ლამაზი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა. 

წყარო: Sportall.ge