33 წლის გარემარბი მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ სეზონში 21.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ერლინ ჰოლანის (მანჩესტერ სიტი) შემდეგ, პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
ამ სეზონში სალაჰმა 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასე რომ, მისი ერთი საგოლე მოქმედება კლუბს 1.85 მილიონი უჯდება.
ეგვიპტელი „წითლებს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. „ლივერპული“ მის შემცვლელად „ლაიფციგის“ 19 წლის კოტ-დ’ივუარელი გარემარბის იან დიომანდეს შეძენას აპირებს, რომლის სატრანსფერო ფასი 75 მილიონია.
წყარო: Sportall.ge