ფეხბურთი

“ლივერპულს” ნათელი მომავალი აქვს – სლოტმა პსჟ-ისთან მარცხში პოზიტივიც დაინახა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა “ევერტონთან” მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს ნათელი მომავალი აქვს. ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ეს ყველაფერი პსჟ-ისთან განმეორებითმა მატჩმაც დაადასტურა, რომელიც მისმა გუნდმა “ენფილდზე” 0:2 დათმო. 

 

“ვინც პსჟ-ისთან შეხვედრას უყურა, დაინახავდა, რომ კლუბს ნათელი მომავალი აქვს. აშკარაა, რომ მსოფლიოს საუკეთესოებთან კონკურენციაში შესვლა შეგვიძლია. 

 

ისედაც ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ მოჰამედ სალაჰისა და ენდრიუ რობერტსონის წასვლის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო. 

 

არ ვფიქრობ საჭირო ტრანსფერების რაოდენობაზე. ვნახოთ, რომელი პოზიციის ფეხბურთელები წავლენ ზაფხულში და შემდეგ უფრო ნათელი იქნება, გაძლიერება რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება”, – თქვა სლოტმა. 

წყარო: Sportall.ge