19 აპრილს, პრემიერლიგის ოცდამეცამეტე ტურში, „ლივერპული“ გასვლაზე „ევერტონს“ დაუპირისპირდება. „წითლები“ მეტოქის ახალ, 52 769-იან „ჰილ დიკინსონის“ სტადიონზე პირველად ითამაშებენ, ქართველ გულშემატკივარს კი ის უფრო აინტერესებს, ვინ დაიცავს არნე სლოტის გუნდის კარს.
ინგლისური გამოცემების ცნობით, ალისონი ისევ ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ისევ გიორგი მამარდაშვილი იასპარეზებს.
სლოტმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უგო ეკიტიკე საოპერაციოა, ჯო გომესიც ტრავმირებულია, სავარაუდოდ, ჯერემი ფრიმპონგი შეცვლის, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პსჟ-სთან წაგების შემდეგ, გამარჯვების მოპოვებას იმედოვნებს.
წყარო: Sportall.ge