საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, სან მარინოში გამართულ შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, დასკვნითი მატჩი უელსის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ფრედ – 2:2 დასრულდა. 7 ქულით, B ლიგის ჯგუფში, ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე, საბა ავდოევმა შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმის 72-ე წუთზე ნიკოლოზ ხატოიანმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, სტუმართა შემტევმა – ლეო პაპირნიკმა დააფიქსირა – 2:2.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და სან მარინოში მიღწეული დადებითი შედეგი სწორედ ამ შესარჩევი ციკლის წილისყრის პროცესზე მოახდენს გავლენას.
NAKREBI.GE
წყარო: Sportall.ge