ფეხბურთი

“მისი ქმედებები კლუბის იმიჯს აზიანებს და ვეღარც თამაშობს” – კანისარესმა “რეალს” ვინისიუსის გაყიდვა ურჩია

ვეტერანმა ესპანელმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა Movistar-თან ინტერვიუში “რეალის” შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.

 

კანისარესის თქმით, კლუბმა ვინისიუსის გაყიდვა აუცილებლად უნდა განიხილოს.

 

“ჩემი აზრით, ის უკვე ორი წელია ვერ თამაშობს იმ დონეზე, რასაც მისი კონტრაქტი და სტატუსი მოითხოვს. უფრო მეტიც, არაერთ საკამათო სიტუაციაში იყო ჩართული, რამაც “რეალის” იმიჯი შელახა.

 

ძალიან მარტივია თქვა: “გავყიდით”. გავყიდით, თუ ვინმე იყიდის. რადგან, გასულ წელს კლუბი როდრიგოს 70-80 მილიონ ევროდ აფასებდა და ამ თანხის ნახევარიც კი არავის შეუთავაზებია. ამიტომ ასეთ სიტუაციაში სჯობს სიმშვიდე შეინარჩუნო და ფეხბურთელის ფორმაში შესვლას დაელოდო”, – განაცხადა კანისარესმა.

წყარო: Sportall.ge