პორტუგალიის ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურში „ეშტორილი“ საკუთარ მოედანზე „პორტუსთან“ 1:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:3 იყო და იანის ბეგრაუიმ გოლი მისი წამოწყებული კომბინაციის შედეგად გაიტანა. ლომინაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.5, Flashscore 6.4, whoscored 6.2. ქართველს მიმდინარე ტურნირზე 15 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
„პორტუ“ 76 ქულით ლიდერია, „ეშტორილი“ კი 37 ქულით მე-7 ადგილზეა.
ეშტორილი. „ანტონიუ კოიმბრა და მოტა“
ეშტორილი – პორტუ 1:3
გოლები: 0:1 პეპე (14), 0:2 შეკა (32, საკ. კარში), 0:3 ფროჰოლდტი (73), 1:3 ბეგრაუი (78)
წყარო: Sportall.ge