სხვა

“კვარაცხელია ტიტანია და მსოფლიო კლასისაა” – ხვიჩას თამაში მოუწონეს

პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში თამაშით, Telefoot-თან ინტერვიუში აღრთოვანება ვერ დამალეს პარიზული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელებმა – ჟერემი მენეზმა და ხავიერ პასტორემ, აგრეთვე ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რუდი გარსიამ.

 

ჟერემი მენეზი: „არაპროგნოზირებადია. მარცხენა ფლანგზე კარგად ირჯება. მასში ჩემს რაღაც უნარებს ვხედავ: სისწრაფეს, ტექნიკას, მოქმედების მანერას. მიყვარს ეს ფეხბურთელი. „ლივერპულთან“ ტიტანი იყო, უზარმაზარი მოცულობის სამუშაო შეასრულა. დაცვას ეხმარებოდა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. დიდებულად იასპარეზა. ძალიან მაღალი კლასისაა“.

 

ხავიერ პასტორე: „ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფია. წარმოუდგენლად ძლიერად ურტყამს ბურთს კარში. ვფიქრობ, ჩვენ განსხვავებული სტილი გვაქვს, მაგრამ ასეთი ფეხბურთელების თამაშის ყურება მომწონს“.

 

რუდი გარსია: „მისი „ნაპოლიში“ ვარჯიში სასიამოვნო გახლდათ. დაცვას მაშინაც აქტიურად ეხმარებოდა, რაც მართლაც დასაფასებელია. ასეთი ფეხბურთელები საჭიროა, რამეთუ მარტო გუნდური ძალისხმევით შედეგის მიღწევა შეუძლებელია, მითუმეტეს დღეს, როდესაც მეტოქე ხშირად დიდი ძალებით იცავს თავს. მას ინდივიდუალური ოსტატობით შეუძლია განსხვავება შექმნას. პსჟ-ს 7 ნომერი მსოფლიო დონისაა, პრობლემების გადაჭრა ეხერხება“.

წყარო: Sportall.ge