გუშინ, 11 აპრილს, პრემიერლიგის 32-ე ტურში “არსენალი” შინ “ბორნმუთთან” სენსაციურად 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ “მეთოფეების” ფორვარდმა ვიქტორ იოკერეშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. შვედის თქმით, მოედნის საფარი ზედმეტად მშრალი იყო, რამაც მასპინძლებს საქმე გაურთულა.
“შეხვედრის ბოლოს, რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. სიმართლე გითხრათ, მოედანი ზედმეტად მშრალი იყო, ამან ხელი შეგვიშალა. ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და საკუთარი მომენტები გამოვიყენოთ”, – განაცხადა შვედმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, “არსენალი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 70 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ “მანჩესტერ სიტის” 9 ქულით უსწრებს, თუმცა “ქალაქელებს” კონკურენტთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
წყარო: Sportall.ge