“ჰაიდენჰაიმთან” 1:3 მარცხის შემდეგ, “უნიონ ბერლინმა” მთავარი მწვრთნელი შტეფენ ბაუმგარტი გაათავისუფლა და მის ნაცვლად გუნდი 34 წლის მარი-ლუიზ ეტას ჩააბარა.
ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გერმანიის უმაღლესი ლიგის, ბუნდესლიგის მამაკაცთა გუნდს გაუძღვება.
მარი-ლუიზ ეტა 2023 წელს გახდა პირველი ქალი ასისტენტი მწვრთნელი ბუნდესლიგისა და ევროპის ტოპ-5 ლიგების ისტორიაში. გერმანელი წარსულში ფეხბურთელი გახლდათ. იგი “ურბინე პოტსდამის”, “ჰამბურგის”, “კლოპენბურგისა” და “ვერდერის” ღირსებას იცავდა, 26 წლის ასაკში კი ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
“უნიონ ბერლინი” ბუნდესლიგის სატუნრირო ცხრილში 32 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
წყარო: Sportall.ge