პრემიერლიგის ოცდამეთორმეტე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ფულჰემი“ 2:0 დაამარცხა.
მამარდაშვილმა „ლივერპულში“ ყველა ტურნირზე მეთექვსმეტე მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მესამედ შეინახა.
მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა, მასპინძლებს თავიდან მომენტების შექმნა უჭირდათ. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ და გატანის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან ბობის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კი ლენოს კარი ნგუმოამ და სალაჰმა დალაშქრეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში ლონდონელები უფრო გააქტიურდნენ, თუმცა მათმა იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და სლოტის გუნდმა ზედიზედ სამი წაგების მერე გაიმარჯვა.
„ლივერპული“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა და 14 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-ს უმასპინძლებს.
– სალაჰმა პრემიერლიგაში (პენალტების გარეშე) გოლი + პასის სისტემით 250 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უეინ რუნის (288), რაიან გიგზს (269), ალან შირერს (268) და ენდი კოულს (258) ჩამორჩება.
– 17 წლის რიო ნგუმოამ მიმდინარე ჩემპიონტზე ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული – ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 ნგუმოა (36), 2:0 სალაჰი (40)
წყარო: Sportall.ge