ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ მისი თანამემამულე 40 წლის “ბაიერნის” კიპერი მანუელ ნოიერი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა.
“ჩემთვის ნოიერი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. ის ერთადერთია, რომლის ყურებაც ძალიან საინტერესოა. მანუს ჯერ კიდევ აქვს თავისი უნიკალური სათამაშო სტილი. რასაც ის მოედანზე აკეთებს, საოცარია.
არანაირი სხვა არგუმენტი აღარ უნდა იმის მტკიცებას, რომ ნოიერი საუკეთესო გერმანელი კიპერია”, – თქვა კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტში.
შეხსენებისთვის, ნოიერი მიმდინარე კვირის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირებებიდან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
წყარო: Sportall.ge