ფეხბურთი

“რეალმა” ისევ ვერ მოიგო და შეიძლება “ბარსელონას” კიდევ უფრო ჩამორჩეს

ლა ლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში „რეალისა“ და „ჟირონას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

 

„რეალმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება – 1 ფრე და 2 წაგება.

 

„რეალი“ 70 ქულით მეორე ადგილზეა და თუ დღეს „ბარსელონამ“ სახლში „ესპანიოლს“ მოუგო, 9 ქულით გაასწრებს.

 

„სამეფო გუნდი“ 15 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, მიუნხენში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

 

– მასპინძელთა ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ წელს უკვე 10 გოლი გაიტანა. 

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

რეალი – ჟირონა 1:1

გოლები: 1:0 ვალვერდე (51), 1:1 ლემარი (62)

წყარო: Sportall.ge