“ლივერპულის” ხელმძღვანელებს სურთ, რომ გუნდს მომდევნო სეზონში კვლავ არნე სლოტმა უთავკაცოს, ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, მერსისაიდელთა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ბრიტანულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელ სპეციალისტს გაათავისუფლებენ და მის ნაცვლად “ლივერპულს” სათავეში ჩაბი ალონსო ჩაუდგება.
თუმცა ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს და სუსტ სეზონს დიოგუ ჟოტას გარდაცვალების გამო გუნდის გასახდელში არსებულ ხასიათსა და მოჰამედ სალაჰის კატასტროფული სათამაშო ფორმით ხსნიან.
სლოტს მერსისაიდელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბი ნიდერლანდელის კონტრაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო სეზონში მიიღებს.
“ლივერპული” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში კი პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა.
წყარო: Sportall.ge