სხვა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

ნიდერლანდების ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე პსვ “ეინდჰოვენი” თავისი ქვეყნის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. პიტერ ბოშის გუნდმა საკუთარ მოედანზე “უტრეხტს” 4:3 სძლია, უშუალო კონკურენტმა “ფეინოორდმა” გასვლაზე “ვოლენდამთან” კი 0:0 ითამაშა, რის შემდეგაც სხვაობა 17 ქულა დარჩა, რაც 5 ტურში ვერ დაიქაჩება. 

 

აღსანიშნავია, რომ “ეინდჰოვენმა” 1978 წელს დამყარებული თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, რაც ყველაზე ადრეულ სტადიაზე ჩემპიონობის მოპოვების სტატუსს გულისხმობს. 

 

სათქმელია ისიც, რომ პსვ ნიდერლანდების ჩემპიონი ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი 27-ედ გახდა. 

წყარო: Sportall.ge