ფეხბურთი

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით – რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

TEAMtalk-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ის 25 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა  გონსალო რამუშმა პარიზული გრანდის რიგები დატოვოს. 

 

ის “პარკ დე ფრანსზე” 3 წლის წინ “ბენფიკადან” 65 მილიონ ევროდ გადაბარგდა, თუმცა ძირითადი შემადგენლობის წევრი ვერ გახდა მუდმივად ცვლილებაზე გამოსვლა უწევს. 

 

რამუშის სამსახურით პრემიერ ლიგის სამი კლუბი “ჩელსი”, “ტოტენჰემი” და “ნიუკასლი” ინტერესდება, სადაც უფრო მეტ სათამაშო დროს ჰპირდებიან და შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებებიც უკვე დაწყებულია. 

 

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო დრო საკმაოდ მწირი აქვს, რამუშმა ამ სეზონში ჯამში 38 შეხვედრაში 11 გოლი მაინც შეაგდო. 

წყარო: Sportall.ge