ფეხბურთი

დაუჯერებენ საბოს? – უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

86 წლის ყოფილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა იოზებ საბომ გამოცემა Express-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი 75 წლის ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი მირონ მარკევიჩი უნდა გახდეს. 

 

“რებროვი კარგი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის რანგში საკლუბო დონეზე ცოტას მიაღწია, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ დიდი გამოცდილება არ აქვს. ამჟამად მის შემცვლელად ერთ კანდიდატს ვხედავ და ეს მირონ მარკევიჩია, რომელიც “დნიპროსთან” ერთად ევროპა ლიგის ფინალში გავიდა”, – თქვა საბომ. 

 

სათქმელია ისიც, რომ მარკევიჩი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდს მოძღვრავდა, ბოლოს კი ლვოვის “კარპატში” იყო, რომელიც 2024 წელს დატოვა. რაც შეეხება რებროვს, მისი ხელმძღვანელობით უკრაინამ მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა, კონტრაქტი ამ ზაფხულამდე აკავშირებს და დღის წესრიგში მისი დათხოვნა დგას.

 

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში უკრაინის ნაკრები საქართველოს მეტოქეა. 

წყარო: Sportall.ge